მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში ახალი გზა შენდება

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.  პროექტის ფარგლებში დაიგება 2700 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. ახალი გზის პროექტი ასევე მოიცავს, წყალამრიდების და მილხიდების მოწყობას.

გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.

მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, ინფრასტრუქურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 407 449 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -12 ადგილობრივი.

გურძემის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: