ზუგდიდში ახალი პროექტი მზადდება:- მაწანწალა ძაღლებზე 4.000 ლარი დაიხარჯება (ვიდეო)

0

mawanwala dzaglebiუპატრონო ძაღლები, ვირუსული დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი და შეწუხებული მოსახლეობა. აღნიშნულ პრობლემებზე და მისი მოგვარების სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ smo.ge-იმ კომენტარი  სთხოვა  ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას. ქვარაიას განცხადებით, თითქმის მზადაა პროექტი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

პროექტის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 4000 ლარს შეადგენს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან რათა მოზიდულ იქნას დამატებითი სახსრები. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში იგეგმება.

1611676_785268854901581_62595919_o11088928_785268974901569_1310450607_o11153651_785268851568248_158253144_o11154085_785268868234913_1797611068_o11157324_785267084901758_1610675903_o11167492_785268811568252_126363483_oშეგახსენებთ, უპატრონო ძაღლები  საქართველოში წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემად იქცა. ძაღლებს არ უტარდებოდათ ვაქცინაცია, რომელიც მათ დაიცავდა ვირუსული დაავადებებისგან .აგრეთვე ძაღლებს არ უტარდებოდათ კასტრაცია(დაკოდვა დასაჭურისება) და სტერილიზაცია (ცხოველისათვის განაყოფიერების უნარის მოსპობა ქირურგიული გზით). უპაატრონო, მაწანწალა ძაღლებს პირდაპირ ანადგურებდნენ,რაც არაჰუმანურ ქმედებას ითვლება და რის გამოც საქართველომ რამდენჯერმე დაიმსახურა მსოფლიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის აღშფოთება.

სხვა ახალი ამბები: