განმუხურში, ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო

0

წუხელ, გვიან ღამით განმუხურის ტერიტორიაზე, ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე რამდენიმე წუთში მოახდინა რეაგირება, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. SMO NEWS-მა გაარკვია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრია.

“შუახნის მამაკაცი ზღვაში დაახლოებით ღამის 12 საათზე შევიდა. მან საკმაოდ შორს გაცურა და ვნახეთ შორიდან რომ იხრჩობოდა. გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური და პოლიცია. მათ დროულად მოახდინეს რეაგირება, თუმცა მამაკაცის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო”-განაცხადა SMO NEWS-თან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

სხვა ახალი ამბები: