მერაბ ქვარაია – ჩვენ ვამკვიდრებთ მაჟორიტარსა და ამომრჩეველს შორის მუდმივ და ეფექტურ თანამშრომლობას

0

„მართალია, სიახლეა როცა მაჟორიტარი დეპუტატი მიდის თავის ამომრჩეველთან, საკუთარ მოსახლეობასთან და საჯაროდ აბარებს მას ანგარიშს, ამავე დროს ისმენს  და ღებულობს დავალებას იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომ აკონტროლოს საკუთარი ხელისუფალი”-ამ სიტყვებით მიმართა დღეს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ საზოგადოების წარმომადგენლებს, ამომრჩევლებს.

ჩვენ ვამკვიდრებთ მაჟორიტარსა და ამომრჩეველს შორის მუდმივი და ეფექტური თანამშრომლობის  ამ თანამედროვე ელემენტებს და შემდგომშიც ეს კომუნიკაცია  იქნება სისტემატური. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და შესაძლებლობა, რომ არ მოხდეს გაუცხოება ხალხსა და ხელისუფლებას შორის და ამომრჩევლის ხმა ისმოდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“ – განაცხადა ამომრჩევლებთან საანგარიშო შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.

შეხვედრის მონაწილე მოქალაქეების განცხადებით ზუგდიდის არცერთ მაჟორიტარს მსგავსი შეხვედრა არასოდეს გაუმართავს, რის გამოც ამომრჩევლებს თითქმის არ ქონდათ ინფორმაცია მაჟორიტარების საქმიანობის შესახებ.

,,რა თქმა უნდა მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი მაჟორიტარი გრძნობს ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების წინაშე და დღეს მივიღეთ დეტალური ინფორმაცია პარლამენტში მისი საქმიანობის შესახებ. ზუგდიდში ეს ხდება პირველად და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი შხვედრები ხშირად გაიმართება და მოქალაქეების აქტივობაც მაღალი იქნება“ -განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას მუშაობის ანგარიში გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. მან ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სხვა ახალი ამბები: