ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები ურეკში, საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების პროექტის ფარგლებში, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები ურეკში, საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ.

5 დღის მანძილზე მოსწავლეები გაივლიან სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს, ჩაერთვებიან კულტურულ, სპორტულ ღონისძიბებში და ინტელექტუალურ თამაშებში.

მოსწავლეების პირველი ნაკადი, ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, მერის მოადგილე, კობა ჯიქიამ, მერიის შესაბამისი სამსახურის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა გააცილეს.

მოსწავლეები ბანაკში 25 აგვისტომდე დარჩებიან, შემდეგ კი მათ მეორე ნაკადი ჩაანაცვლებს.

სხვა ახალი ამბები: