ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია მოსახლეობას კარდაკარ ხვდება

0

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაზო ფაცაციასთან ერთად ჩილაჩავს, ერისთავის, ბარნოვის, ესებუას და კრილოვის ქუჩის მცხოვრებლებს კარდაკარ შეხვდა. მერობის კანდიდატი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

,,ქალაქში უმთავრესი პრობლემა შიდა გზებია, რომელსაც აუცილებლად მოვაგვარებთ, თუმცა სანამ გზის დაგებას გავიწყებთ უნდა დასრულდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა, იცით რომ ჩვენ ვახორციელებთ წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულებაც 88 მილიონი ლარია, სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ზუგდიდში არ იქნება ქუჩა თუ ჩიხი, სადაც ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გვექნება. დრო როცა მოსახლეობა მხოლოდ ჭის იმედად იყო და ზაფხულობით ხშირად წყლის გარეშე რჩებოდა წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ასევე ვიწყებთ წყალარინების მასშტაბურ პროექტს, რომელის ბიუჯეტიც 84 მილიონი ლარია, ამით ქალაქს სრულად მოუგვარდება წყალარინების პრობლემა. ჩვენ არ დაველოდებით ორივე სამუშაოს სრულად დამთავრებას, გავაკეთებთ გეგმას და როგორც კი დასრულდება ამა თუ იმ ქუჩაზე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის გაყვანას – დავიწყებთ ახალი გზის დაგებას”- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლოებას იმ 4 წლიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, რომელის სამოქმედო გეგმაც უკვე შემუშავებულია და დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.

2018 – 2021 წლებში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70-მდე გზას, რითაც მუნიციპალიტეტის სოფლბში ცენტრალური და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ყველა პრობლემური ნაწილი მოწესრიგდება.

2018-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, დაგეგმილია 80,7 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება.

,,ჩვენთვის უმთავრესი ხალხია, მე უკვე მეცხრე თევა რაც მოქმედი გამგებელი ვარ და პირველი რაც ჩემი მოსვლისთავაე გავაკეთე ეს იყო ახალი მმართველობის სტილის დანერგვა, რათა გადაწყევტილების მიღებაში ჩაგვერთო რაც შეიძლება მეტი მოქალაქე. ჩვენ დავნერგეთ გამგებლის და გამგეობის სამსახურების მიღებები უშუალოდ სოფლებში და დავიწყეთ ახალი პროექტი ,,კარდაკარ საჭიროებებზე”, რომელიც პრობლემების აღნუსხვას და მათ მოგვარებას უშუალოდ სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ გულისხმობს” – აღნიშნა ლაშა გოგიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

სხვა ახალი ამბები: