ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თამაზ ჟორჟოლიანის ორგანიზებით, ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

კარდიოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურებით ცაიშისა და ცაცხვის მოსახლეობამ ისარგებლა. მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკაც ჩაუტარდათ.

უფასო გამოკვლევებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი და გამგებლის წარმომადგენლები ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაესწრნენ.

სხვა ახალი ამბები: