ცაიშში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი, ა(ა)იპ ქალთა საკონსულტაციო ცენტრ ,,სახლის“ პროექტია. ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს მოემსახურება და კონსულტაციებს გაუწევს.

220 მ2 შენობა 2 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, საკონსულტაციო ცენტრს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადასცა.

კრიზისული ცენტრის მშენებლობის პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ცაიშის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი ერთადერთი იქნება, რომელიც რეგიონში იფუნქციონირებს.

სხვა ახალი ამბები: