წალენჯიხის მერმა საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის არქიტექტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ ქალაქ წალენჯიხაში #1 პირველი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. საბავშვო ბაღში მთლიანად იცვლება ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზე იქნება კეთილმოწყობილი და 120 ბავშვზეა გათვლილი.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ( AWERD). შემსყიდველი გახლავთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება შეადგენს 330 000 (ტენდერი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

სხვა ახალი ამბები: