“ზრდა საქართველოში” წარმომადგენლებთან, ზუგდიდის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, “USAID”-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე და პერსპექტიულ გეგმებზე ისაუბრეს.

ასევე, აღნიშნეს, რომ ბიზნესფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება და ის ბევრად მასშტაბური იქნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, “USAID”-ის პროექტ „ზრდა“-ს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით წელს პირველი ბიზნესფესტივალი “ანაკლიობა” გაიმართა.

სხვა ახალი ამბები: