მერაბ ქვარაია – საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს შვედეთში

0

ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის“ (SKL International) თავმჯდომარეს მარი-ლუი რონნმარკს შეხვდა.

შეხვედრაზე დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისა და ამ მიმართულებით, რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც განიხილეს. მარი-ლუი რონნმარკმა ქართულ მხარეს შვედეთის გამოცდილება გააცნო.

“პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს შვედეთში. შვედეთს თვითმმართველობის უმდიდრესი გამოცდილება აქვს. იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყანაა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ აქ და დავნერგოთ საქართველოში”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ, რომელიც პროექტის „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ ფარგლებში, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით შვედეთში 25 ნოემბრიდან იმყოფება.