სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი, ლევან შონია სამეგრელოს მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს:

“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალი წელს! გისურვებთ წინსვლას, ულევ წარმატებებს. ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თითოეული თქვენგანისთვის 2018 წელი ყოფილიყოს სასიკეთოდ გარდამტეხი.

მინდა დამდეგი ახალი წელი დიდი მივულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ.

ამ დღესასწაულებზე არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც არ ისვენებენ და ზრუნავენ მოქალაქეებზე. მათ შორის არიან სამართალდამცავები, ჯარისკაცები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, ექიმები მესაზღვრეები, მინდა მშვიდობა ვუსურვო ამ ადამიანებს, რომლებიც ხშირად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დღესასწაულებზეც კი დასვენების გარეშე.

2017 წელს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, დაიწყო საუკუნის პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. 2017 წელს, რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 240 კილომეტრ საავტომობილო გზას, აშენდა და რეაბლიტაცია ჩაუტარდა 22 საბავშვო ბაღს, განხორციელდა წყალმომარაგების 17 დიდი პროექტი, განხორციელდა წყალარინების 5 პროექტი,  განათდა 146 ქუჩა, განხორციელდა სანიაღვრე არხების 61 პროექტი, სხვადასხვა მდინარეებზე, 80 ლოკაციაზე გაკეთდა გაბიონები, გადაიხურა 46 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, მოწესრიგდა კორპუსების შიდა ეზოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 ტროტუარს, კეთილმოეწყო პარკები, სპორტული ობიექტები, დაიწყო ზუგდიდის ისტორიული თეატრის სრული რეაბილიტაცია, 2017 წელს ასევე დაიწყო ნოქალაქევის კომპლექსის სრული  რეაბილიტაცია.

2018 წელი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ტურისტული ობიექტების კეთილმოწყობის წელი. პროექტები უკვე დაგეგმილი გვაქვს და ასახულია შესაბამის სამოქმედო გეგმაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და წარმატებულ წელს გისურვებთ!”