ახალსოფელში, 200 გრძივ მეტრზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა

0

ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ისულას უბანში, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის დავალებით, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით 200 გრძივ მეტრზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. შედეგად, წყალუხვობისას მოიხსნა მიმდებარე მოსახლეობის სახნავ-სათესი და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება.

პარალელურად, ამავე უბანში, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, მოიხრეშა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.

სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები ასრულებდნენ.