სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. შინაგანსაქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნიკოლოზ დიასამიძის დანიშნვაზე სპეციალურ ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

ნიკოლოზ დიასამიძე 1975 წლის 12 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში დაიბადა. იგი დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნიკოლოზ დიასამიძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე, ელენე ხარაბაძე და სამი შვილი: გიორგი, დავით და ელენე დიასამიძეები.

ნიკოლოზ დიასამიძის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მან ბოლოს 2017 წლის 26 ივნისს შეავსო, მითითებული აქვს მიწის ნაკვეთი ზესტაფონისმუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში (118868 კვ.მ) (მიწის ნაკვეთი 29 ათას დოლარად არის შეფასებული) და საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონში, რომლის ღირებულებაც 25 ათას დოლარად არის შეფასებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი ახალ ტანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა.