სამეგრელო-ზემო სვანეთში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

0

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. დროშები დაშვებულია რეგიონის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.