“ევროპულმა საქართველომ” ცაიშის მაჟორიტარ კანდიდატად გოდერძი კუკავა წარადგინა

0

“ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ყოფილი მაჟორიტარი “ნაციონალური მოძრაობიდან”, გოდერძი კუკავა დღეს წარადგინა. კანდიდატის წარდგენას პარლამენტარები “ევროპული საქართველოდან”, თენგიზ გუნავა, ლელა ქებურია და ლაშა დამენია ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გოდერძი კუკავამ “ნაციონალური მოძრაობა” 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დატოვა. მან ამავე დროს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა სოფელ ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობიდან.

გოდერძი კუკავა წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო ამავე სოფელში, რომელიც წარდგენილი იყო პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან”.

ცნობისათვის, 2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. კანონმდებლობის თანახმად არჩევნები სოფელ ცაიშში 13 მაისს ჩატარდება.