ფოთში ნატო-ს ხომალდები შემოვიდა

0

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ბულგარეთის საელჩოს,ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემდაგნელობაში შემავალი ხომელდების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკონიკოლაძის ძეგლი.

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდიბრიტანეთი), “TCG GEMLIK”(თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI”(ბულგარეთი) და”RS REGELE FERDINANT”(რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელი და ხომალდების მეთაურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზას ესტუმრებიან და შეხვედას გამართავენ სასაზღვრო პოლიციის უფროსთან და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის პორტის ნავმისადგომში 18 მაისამდე დარჩება და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.