ჩხოროწყუს მერი საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, დღეს საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი ბადრი ქებურია, ამავე დაწესებულების წარმომადგენლები და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულნაზ ბაძაღუა.

შეხვედრაზე გასული წლის მუშაობის შედეგები შეჯამდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ბაღების მენეჯერებისგან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საბავშვო ბაღების მენეჯერებმა, პრობლემებზე ღიად ისაუბრეს ,ასევე, იმ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.