ზუგდიდში “თბილისის ბიგ-ბენდის” და “ქართული ხმების” კონცერტი ჩატარდება

0

13 ივლისს, 19 საათზე ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ქართული ხმების და თბილისის მერიის ბიგ ბენდის ერთობლივი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.  კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ის “Chek in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

დღეს ზუგდიდში  გუბერნატორის ადმინისტრაციის და მერიის თანამშრომლებმა და  კონცერტის პოსტერები გააკრეს.

ზუგდიდის შემდეგ კონცერტი 15 ივლისს მესტიაში, ხოლო 16 ივლისს ფოთში გაიმართება.