ქალაქ მარტვილში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

0

ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ასევე მოიცავს ოქტომბრის, ნ. გეგიას, შეროზიას, წერეთლის, დადიანის და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო.

პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.