ლიის თემის მოსახლეობა ქვეყნის პრემიერს მიმართვას უგზავნის

0
  • ivanishviliწალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიიე თემის მოსახლეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სპეციალურ მიმართვას უგზავნის, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გათავაზობთ მიმართვის ტექსტს.

    ბატონო პრემიერო!
    მოგმართავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის „ქართული ოცნების“ აქტივისტთა სახელით , მადლობას გიხდით, როგორც უდიდეს პატრიოტს, სამშობლოს გადარჩენისთვის და იმ სასიკეთო ძვრებისთვის,რომელიც უკვე იგრძნობა ქვეყანაში,მაგრამ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ხშირ შემთხვევაში ხალხისადმი გაკეთებული საქმე ადრესატამდე არ მიდის.მას წინ ეღობებიან „ქართული ოცნებას“ ამოფარებული ნაციონალები, რომლებიც მართავენ რაიონის გამგეობას და საკრებულოს. ამ ადამიანების არ სწამს და არ სჯერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა არცერთი რეფორმა,თუ არ ჩავთვლით ხალხის მოსატყუებლად ჩატარებულ უმნიშვნელო ცვლილებებს. პოლიტიკური ნიშნით ხალხის შერჩევის ერთ–ერთი მაგალითი გვინდა მოგიყვანოთ სასოფლო–სამეურნეო ბარათების განაწილებასთან დაკავშირებით.ლიის თემში იმ ოჯახების უმრავლესობას,რომლებიც ითვლებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად ვაუჩერები საერთოდ არ მიუღიათ,ან თუ მიიღეს,კუთვნილზე მესამედი ფასის ოდენობით,მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ოჯახებზე კუთვნილზე მეტი ოდენობით არის ბარათი დარიგებული. ზემოთ აღნიშნულის დასადასტურებლად ქვემოთ გთავაზობთ იმ ოჯახების სიას,ოჯახის წევრთა ხელმოწერებით,რომლებსაც არ მიუღიათ კუთვნილი ბარათები. მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელოს ნიჭიერი ახალგაზრდა, პატრიოტი კაცი ბერდია კალანდია, რომელიც ძალასა და ენერგიას არ იშურებს იმისათვის, რომ კანონიერება დამკვიდრდეს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამოფარებული ნაციონალ ჩინოვნიკებთან ბრძოლას ჯერჯერობით შედეგი ვერ მოაქვს. ბატონო,პრემიერო, ვიცით,რომ ეს მხოლოდ წალენჯიხაში არ ხდება,ჩვენ ვუერთდებით ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა გულისტკივილს, ვიზიარებთ სენაკისა და მარტვილის მცხოვრებთა სატკივარს და ვიტოვებთ იმედს, რომ თქვენი რჩეული ყურადღებითა და მონდომებით ჩვენი კუთხე მალე გათავისუფლდება თქვენთვის კარგად ცნობილი გვარების კლანური ზემოქმედებისაგან და ერთხელ და სამუდამოდ სამეგრელოში სიმართლე იზეიმებს.

სხვა ახალი ამბები: