449 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

0

2014032513051875203-636x395449 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა. შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელს სხდომაზე დამტკიცდა.

დევნილთა სამინისტროს ცნობით, დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცემათ შემდეგ ქალაქებში: თბილისი – 191 დევნილი ოჯახი, წყალტუბო – 179 დევნილი ოჯახი, სენაკი – 30 დევნილი ოჯახი, მარტვილი – 12 დევნილი ოჯახი, აბაშა – 19 დევნილი ოჯახი, ზუგდიდი – 15 დევნილი ოჯახი და ბათუმი – 3 დევნილი ოჯახი.

უწყების განმარტებით, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ  ფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ” პროექტის ფარგლებში ხორციელდება.