სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი სახელმწიფო საიდუმლოებათა ნუსხაში არ იყო

0
garibaსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შსს–ს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო საცავი სამართალდაცავი უწყების დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ნუსხაში არ იყო.
მინისტრის თქმით, „შსს კანონიერი საიდუმლო საცავების შესახებ საჯარო კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, რადგან აღნიშნული ობიექტები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს, იგი ვალდებულია, განმარტება გააკეთოს”.
„ის განცხადებები, რომ ჩვენ საიდუმლო საცავის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოება დავარღვიეთ, არასწორია, რადგან ჩვენ მართლაც გვქონდა კონკრეტული საიდუმლო საცავების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ჩემს ხელთ არსებული შსს–ს საიდუმლო სამარხების სიას სამეგრელოში არმოჩენილი სამარხი არ განეკუთვნებოდა.,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: