რაზე ესაუბრა პრეზიდენტი სააკაშვილი სოზარ სუბარს ტელეფონით?

0

saakaსასჯელაღსრულების მინისტრი და ყოფილი სახალხო დამცველი მის ერთ-ერთ მოხსენებას იხსენებს, სადაც საუბარი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. სუბარი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეზე პირველი რეკომენდაცია, რაც მერაბიშვილს გაუგზავნა, გურამ დონაძის სამსახურიდან გათავისუფლება იყო, რადგან ის ცდილობდა კვალის არევას. სუბარი იმ სატელეფონო ზარსაც იხსენებს, როდესაც მოხსენების შემდეგ მას პრეზიდნეტმა დაურეკა და მათ მწვავე საუბარი ჰქონდათ.
„მე ვთქვი, რომ როდესაც საქართველოში არიან ცივ სისხლიანი მკვლელები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილა დამსჯელთა რაზმი , რომელიც კანონზე მაღლა დგას და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი ადმიანის ლიკვიდაცია შეუძლია, მე ვწერდი რომ გირგვლიანის მკვლელობამ საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების მიღწევებს, ეჭვქვეშ დააყენა გაპიარებული წარმატებები. ამას მოჰყვა პრეზიდენტის მხრიდან ზარი, ლაპარაკი იყო ძალიან მწვავე, პრეზიდეტი მეუბნეობოდა, რომ რატომ თქვი „სიკვდილის ბრიგადები“, მე ვუთხარი რომ „სიკვდილის ბრიგადები“ ჩემს განცხადებაში არ ყოფილა, იქ იყო „ცივსისხლიანი მკვლელები“ . ეს რითია იმაზე უკეთესი პარაგვაი ხომ არ ვართო. მე ვუთხარი რომ არ ვიცი პარაგვაიში რა ხდება მაგრამ თუ იგივე ხდება რაც საქართველოში მაშინ ძალიან ცუდი ხელისუფლება ჰყოლია მეთქი. ამის შემდეგ ახალაიამ და სანოძემ თანამდებობიდან გადადგომის განცხადება გააკეთეს“… – განაცხადა სუბარმა „პოლიტმეტრში“.

სხვა ახალი ამბები: