5 წელი აგვისტოს ომიდან

0

Omi5 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან – 2008 წლის 7 აგვისტოს კრემლიდან გაცემული ბრძანებით, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. ამით რუსეთმა საქართველოს კონფლიქტური ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსკოვის ბრძანებით, სამხედრო ძალების კონსოლიდირება რამდენიმე კვირით ადრე მიმდინარეობდა. საქართველოს დასაპყრობად სრული მძიმე შეიარაღებაც მომზადდა. ომის დაწყების მიზეზად კრემლმა რუს ეგრეთ წოდებულ მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ინსცენირება გამოიყენა და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა.

მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ქართული სამხედრო შენაერთების ძალისხმევით, ქართველი ჯარისკაცების თავდადებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერით, რუსული ინტრვენციის შეჩერება მოხერხდა. რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნისაგან დღემდე უშედეგოდ ცდილობს.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის ომის შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 20-მდე პოლიციელი და რამდენიმე ათეული სამოქალაქო პირი და დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ყოველ წელს, 7 აგვისტოს მოქალაქეები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წევრები პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.

სხვა ახალი ამბები: