5 ჰექტრამდე დაუმუშავებელი ნაკვეთის მფლობელებს, შესაძლოა, ქონების გადასახადის გადახდა დაეკისროთ

0

nakveti5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მფლობელებს, შესაძლოა, ქონების გადასახადის გადახდა მოუწიოთ.  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მიწის რამდენიმე წლით დაუმუშავებლობის შემთხვევაში, 5 ჰა-მდე მიწის მფლობელებს გადასახადის გადახდა მოუწიოთ.

როგორც აგუაშვილი განმარტავს, ამჟამად, 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელები გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან, 5-ზე ზევით კი, იხდიან გადასახადს იმ განაკვეთების მიხედვით, რომელიც სხვადასხვა რაიონების მიხედვით განსხვავებულია.

“რეგიონებში ბევრს დავდივარ და ვხედავ საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებს, რომლებიც წლებია არ დაუმუშავებიათ. ეს ბუნებრივია, ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებში არ შედის. ამიტომ ვამბობ, თუ პირველ წელიწადს მიწა არ დამუშავდება ანუ ანეულად რჩება, მოდით, არ გადავახდევინოთ გადასახადი, ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე წელსაც თუ არ დაამუშავა, მაშინ სტანდარტული გადასახადი გადავახდევინოთ“, – განაცხადა აგულაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: