ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

0

irakliსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს გუშინვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს ოპოზიციური პარტიების უფლებების დარღვევას.

„პოლიცია იცავდა და იცავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ექსცესები და ვუზრუნველყოთ მათი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმარ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილნი და სამაგალითოდ დასჯილები. ჩვენ ვთქვით და შევპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ნამდვილად სამაგალითო. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: