თენგიზ გუნავა საკუთარ ოჯახში დაბრუნდა

0

1სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა დღეს ზუგდიდში ჩამოვიდა. საკუთარ სახლში მას ახლო ნათესავებთან ერთად სამი ქალიშვილი და ფესმძიმე მეუღლე დახვდა. თენგიზ გუნავა უახლოეს დღეებში მეოთხე შვილს ელოდება. ყველაზე დიდი მონატრებით მამას პატარა მაშო დახვდა, რომელიც ახლა ორ წლისაა.

თენგიზ გუნავა დღეს პრეზიდენტთან აუდიენციაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა შეხვედრა ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის ხვალამდე გადაიდო. სწორედ ხვალ გადაწყდება გააგრძელებს თუ არა ყოფილი გუბერნატორი საკუთარი მოვალეობების შესრულებას, თუმცა ამას ჯერ თავად პრეზიდენტი გადაწყვეტს.

სხვა ახალი ამბები: