“რუსთავი2”-ის ოფისთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

0

60761_144863055676892_368142372_nსოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 18.00 საათზე “რუსთავი 2”-ის შენობის წინ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გააპროტესტებენ.

smo.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს, რომელიც “ფეისბუქზე” გავრცელდა:

“დღეს, 18 საათზე, ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ დღევანდელი კადრების გავრცელება უზნეობა, ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია და რეალობის გაყალბების კიდევ ერთი მცდელობაა, დონაძის და მისი უფროსების მიერ,ვისაც პროტესტი აქვს რუსთავი 2-ს, როგორც 9 წლიანი დანაშაულებრივი საქმიანობის მთავარი პროპაგანდისტის მიმართ. ვისთვისაც ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, ქიმერიძის, კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფა დანაშაულია, – აი, ყველა ეს ადამიანი უნდა მოვიდეს რუსთავი 2-ის ოფისთან სანდრო ეულის 5-ში და აჩვენოს, რომ მათი ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ არის. რომ საზოგადოება მათ უნდობლობას უცხადებს!”

სხვა ახალი ამბები: