მერაბ ქვარაია ადასტურებს რომ მისი მისამართით თენგიზ ჯგუშიამ ორჯერ გაისროლა

0

imagesზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია მედიასთან საუბარში უარყოფს იმას, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მიმართულებით ორჯერ ისროლა, თუმცა აქვე აცხადებს, რომ მან ვაჟკაცურად თავი დაიცვა.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოდან გვიან ღამით დაკითხვიდან გამოსული გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია კი ადასტურებს, რომ მასსა და ჯგუშიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მან მისი მისამართით ორჯერ გაისროლა.

”დღეს დაპირისპირება ჩემსა და თენგიზ ჯგუშიას შორის მოხდა. მე ვადასტურებ, რომ ჩემი მისამართით გაისროლეს”,-აცხადებს მერაბ ქვარაია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მიმართულებით ორჯერ გაისროლა. თენგიზ ჯგუშია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებიტ ზუგდიდის პ[ოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა ახალი ამბები: