საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი დღეს ამერიკულ ხომალდ “BULKELEY”-ს ერთად ესტუმრებიან

0

545078_489408554438135_1608774770_nსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმში ამერიკულ ხომალდ “BULKELEY”-ს ესტუმრებიან.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ხომალდზე უმაღლესი მთავრობისა და მაღალი რანგის სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.

ღონისძიებების დასრულების შემდეგ ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი და მიწვეული სტუმრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდზე, რომელიც  საქართველოს წყლებში გუშინ შემოვიდა სხვადასხვა შეხვედრები და ტრენინგი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორივე პირის მიღება ხომალდზე ერთსა და იმავე დროს არის დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: