კანდელაკი მაია ფანჯიკიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს მისი მეილების უკანონო კითხვაში ადანაშაულებს

0

62570საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს საკუთარი მეილების უკანონო კითხვაში სდებს ბრალს.

უმცირესობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერთა კითხვებს მაია ფანჯიკიძე პასუხობდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი კანდელაკი უცხოელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ცრუ ინფორმაციებს მეილებით უგზავნის.

თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძის ბრალდებას, გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მინისტრის ბრალდებით შოკირებულია.

„თქვენ და შს მინისტრს ჩემი მეილების უკანონო კითხვაში გდებთ ბრალს. ჩემს კუთვნილ კომპიუტერში, რამდენიმე ვირუსი დავიჭირე, რომელიც იპარავს ინფორმაციას. თქვენი რიტორიკა ემთხვევა ბრეჟნევის რიტოირიკას, რომ მთელი დასავლეთი არის გაბრიყვებული. თქვენი ხელისუფლება ვერანაირ კონკრეტიკას ვერ ისმენს და ქვეყნისადმი სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას არ აპირებთ. თქვენს მაგივრად მე მცხვენია“, – მიმართა მინისტრს კანდელაკმა.

სხვა ახალი ამბები: