გიორგი თარგამაძემ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

0

1174517_10153138637855346_1403365548_n„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები და პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე საქართველოს კონსტიტუციის 36 მუხლში ტრადიციული ოჯახის მხარდამჭერი ჩანაწერისთვის ხელმოწერების შეგროვების კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ. დღეს გიორგი თარგამაძე მოსახლეობას ქალაქ ფოთში, ცენტრალურ პარკში, საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა და პირადად გააცნო ამ საკონსტიტუციო ცვლილების მნიშვნელობა და აუცილებლობა. ფოთელები ხელმოწერების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.

„საქართველო საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ჩვენ სიახლეებისათვის ყოველთვის ღია ვიყავით, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ თუ რა უნდა მიეღოთ, რომელი იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება და რომელ მანკიერებაზე უნდა ეთქვათ უარი. საპორტო ქალაქში, იმ ადგილას სადაც ბევრი სიახლე შემოდის მთელი ქვეყნისთვის, ფოთის მცხოვრებლებს სიახლეების მიღებასთან ერთად არ დაუკარგავთ ისტორიული მეხსიერება და ისნი ენთუზიაზმით შემოუერთდნენ ამ საერთო, ეროვნულ კამპანიას, რასაც ქვეყანაში ტრადიციული ოჯახური ინსტიტუტის გაძლიერება ჰქვია“- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება და ამ დღეებში გიორგი თარგამაძე ანალოგიურ შეხვედრებს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში გამართავს.

სხვა ახალი ამბები: