70 წლის დევნილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნას აპროტესტებს

0

soooc daucveliii70 წლის   აფხაზეთიდან  დევნილ,  გულირიფშის   რაიონის   ,  ვარჩეს     მკვიდრ   მედეა  მიქავას   სოციალურად  დაუცველის  სტატუსი  მოუხსნეს.   სოციალური სააგენტოს  მხრიდან  ეს  ქმედება  შეიძლება   გასაკვირიც  არ  იყოს  თუ  არა   შემდეგი     გარემოებები.  დევნილი  ქალბატონის  ოჯახის  5  წევრი  ყრუ-მუნჯია.  ორი  შვილი,  ორი  შვილიშვილი  და  რძალი.

“ერთ-ერთი   შვილი   სამკურნალოდ   სახელმწიფო  დაფინანსებით    კიევში  გადაფრინდა.  სწორედ  საზღვრის  გადაკვეთა  გახდა   იმის  მიზეზი,  რომ  ჩემი  ოჯახისთვის   სოციალურად  დაუცველის  სტატუსი  მოეხსნათ.  ა.ო.
 ”  ადამიანის  უფლებების  დაცვის”   უშუალო  ჩარევით   
— რამოდენიმე  დღის   წინ     ჩემთან  მოვიდა   სოციალური  აგენტი   და   დამპირდა  დახმარებას.  იმედი  მრჩება,  რომ    შეცდომა  გამოსწორდება  და   აღმიდგება   დაკარგული  სტატუსი”-აცხადებს პენსიონერი და იქვე  დასძენს,  რომ  მიუხედავად    გაწეული  დახმარებებისა და   მხარდაჭერისა    თვიდან  თვემდე  თავი  ვერ  გააქვს.

 პენსიონერი საკუთარ ბინას,  ჯურღმულს უწოდებს.  ის  ქირის  სახით  გარკვეულ  თანხას იხდის.   ამიტომაც  აუცილებლად მიაჩნია  მისთვის    ბინების  მიღების  აპლიკაციის   შევსების  ვადებში   მინიჭებუ იქნას  სოციალურად  დაუცველის  სტატუსი.  

– ქალბატონი მედეა   და   ყველა  ის  ადამიანი,  რომელიც  ჩართულია  მისი  და  მისი  ოჯახის  პრობლემების  მოგვარებაში  იმედს  იტოვებს,  რომ   სოციალური  სააგენტო  დროულად  მოახდენს  რეაგირებას,  მიანიჭებს   ქულებს  და   განსახლების  სამინისტრო  კი    ობიექტურად   და  სამართლიანად  მიიღებს  გადაწყვეტილებას   ხუთი   ყრუ –  მუნჯის   და      მოხუცი  პენსიონერის,  მედეა  მიქავას    ბინით  უზრუნველყოფის   საკითხში.

სხვა ახალი ამბები: