70 წლის ყოფილი პედაგოგი სექსუალური შევიწროების ბრალდებით ჩხოროწყუში დააკავეს

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილი პედაგოგი, 70 წლის კაცი, რომელსაც ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა დაკავებულია.

ამის შესახებ ინფორმაცია SMO NEWS-ს შსს-ში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორნმაციით, გამოძიება 141 მუხლით მიმდინარეობს.