ქალაქ ჯვარში მწერების საწინააღმდეგოდ საცხოვრებელი კორპუსების დეზინფექცია დაიწყო

0

werebiქალაქ ჯვარის ტერიტორიაზე მწერების საწინააღმდეგოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების დამუშავება–დეზინფექცია დაიწყო. აღნიშნული პროექტი ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ენტომოლოგიური სამსახურის მიერ.

აღნიშნული სამუშაოები ტექნიკით და მწერების საწინააღმდეგო ინსექტიციდით მოამარაგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ. ძირითადი სამუშაოების ჩატარებაში ჩართული იყო გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში კახაბერ შეროზია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ქეთევან ღვინჯილია. ამ ეტაპზე დამუშავებულია 21 კორპუსის სარდაფი.

სხვა ახალი ამბები: