ბიძინა ივანიშვილი იტოვებს პასუხისმგებლობას იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც ტოვებს

0

vanishviliპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იძლევა გარანტიას, რომ პილიტიკიდან წასვლის შემდეგ ის დატოვებს გუნდს, რომელიც იქნება აბსოლუტურად ეფექტიანი, პატიოსანი და ჩადგება ხალხის სამსახურში.

როგორც პრემიერმა დღეს ჟურნალისტებთან ტრადიციულ შეხვედრაზე განაცხადა, `მას აქვს წარმოდგენა~, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი და თუ რა მექანიზმით აპირებს ის საზოგადოების დახმარებას.

,,არაფრის გარდაქმნას არ ვაპირებ, ჩემი სურვილი, დავეხმაროთ საზოგადოებას ანალიზის გაკეთებაში, როგორ უნდა გავარჩიოთ ვინ ვინ არის. არ მინდა ამაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდეს, ამიტომ არ გავამახვილე ყურადღება ჩემს გამოსვლაში ამ თემაზე. ნაადრევია იმაზე ლაპარაკი. მე ვიძლევი გარანტიას, რომ გუნდი, რომელსაც მე დავტოვებ, იქნება აბსოლუტურად ეფექტური და პატიოსანი და ჩადგება ხალხის სამსახურში. ვიძლევი გარანტიას, რომ ხელისუფლება არ იქნება არაკორუმპირებული. ჩემთან ერთად საზოგადოება მოვახერხებთ, რომ ეფექტურად ვმართოთ“, _ განაცხადა პრემიერმა.

მისთვის გაუგებარია, მისი ოპონენტების განცხადებების იმის შესახებ, თითქოს მას ეშინია და ამიტომ მიდის პოლიტიკდიდან.

,,სად იკვეთება შიში, რატომ უნდა გამაჩნდეს სურვილი, რომ კულისებიდან ვმართო ჩუმად ქვეყანა?!. კულისებიდან მართვას ცდილობენ ისინი, ვინც ვერ ახერხებენ ხელისუფლებაში მოსვლას. მე მოვახერხე და მოვედი. მე მივდივარ და არ ვამბობ იმას, რომ რაც მოხდება, მე აღარ მომეკითხება, სადაც მოგიწევთ ჩემთან შეხვედრა, იქ შეგიძლიათ შემეკითხოთ. მე ვიტოვებ პასუხისმგებლობას იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც ვტოვებ. ვიძლევი გარნტიას, რომ ეს იქნება აბსოლუტურად ეფექტური და ევროპული ტიპის ხელისუფლება“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: