ზაზა გოროზიამ დაბადების დღე მცხეთაში აღნიშნა

0

4f74c42fd447c87aad04e659ed436187სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილმა გუბერნატორი ზაზა გოროზია საქართველოშია. მან საკუთარი დაბადების დღე მცხეთაში ცნობილ მომღერლებთან და თბილისურ ბომონდთან ერთად აღნიშნა. ზაზა გოროზიას დაბადების დღეს გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა. სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს დაბადების დღე ნინა წკრიალაშვილმა და სოფო ნიჯარაძემ განსაკუთრებულად მიულოცეს. როგორც smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, მოწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილამ გოროზიას მეგობრები სამეგრელოდან. როგორც ამბობენ ზაზა გოროზიამ წლევანდელი 11 თებერვალი ვიწრო წრეში აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი დაახლოებით ერთი თვის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა გოროზიამ საქართველო სამუდამოდ დატოვა, თუმცა smo.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნდებოდა.

ცნობისათვის, ზაზა გოროზია და მისი მეუღლე თამთა კობახიძე აპრილში პირველ შვილს ელოდებიან.

სხვა ახალი ამბები: