”რუსთავი 2”-ის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა

0

2247020r222სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.

კინოლოგებმა და გამნაღმველებმა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის შენობა სანდრო ეულის ქუჩაზე უკვე დატოვეს. საპატრულო პოლიციამ ტელევიზიის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება დართო, რის შემდეგაც “რუსთავი 2” მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანიის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია 112-ში დღეს 10:28 წუთზე შევიდა, რის შემდეგაც “რუსთავი 2”-ის შენობაში სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა.

სხვა ახალი ამბები: