”კოლხური სამაროვნები”: ზუგდიდი უახლესი აღმოჩენების მოლოდინშია

0

553697_370181119781748_2074247253_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ ერგეტაში ცვანეს უბანში მდებარე ერგეტის გვიან-ბრინჯაო და ადრეული რკინის ხანის მეორე სამაროვანზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება დაიწყო.

ამ ეტაპზე გამოიკვეთა კულტურული ფენა, სადაც უნიკალური გვიანბრინჯაოს ხანის (დაახლ. ძვ. წ. მერვე საუკუნის) ,,კოლხური ცული’’ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ,,კოლხური ცული’’ ,,კოლხური კულტურის’’ მთავარ განმსაზღვრელ ატრიბუტად გვევლინება.

აღმოჩენილი კოლხური ცული უპრეცედენტოა თავისი დაცულობით და ჩამოსხმის ტექნოლოგიით.

სხვა ახალი ამბები: