ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმა იგეგმება

0

BDF39D82-0504-49D4-B851-A8F164D3A18D_w640_r1_sსაქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას გეგმავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, დაგეგმილი რეფორმა, გადაწყვეტილების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას ითვალისწინებს.

“ეს არის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების მეტ განვითარებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას. ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ ცენტრალიზაციას.
რეფორმის შედეგად ის ფუნქციები, რომლებიც დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა დროთა განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გადავა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე 32 საკითხს განიხილავს

სხვა ახალი ამბები: