მეწყერი და თოვლი სვანეთში

0

zamtris turi svanetshiმესტიის რაიონის სოფელ ბეჩოსა და ეცერში დილის საათებში მოთოვა. ნაადრევმა ზამთარმა ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა, რადგანაც მათ შემოდგომის მოსავალი ჯერაც არ დაუბინავებიათ.

”ზამთარი სვანეთში ადრე დგება როგორც წესი, მაგრამ ამ დროს თოვლს ნამდვილად არ ველოდებოდით. გამომდინარე აქედან მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა ნაადრევ ზამთარს. თოვლის საფარი ჯერ ათ სანტიმეტრს არ არემატება და ამას რათქმაუნდა არ გამოუწვევია რაიმე სტიქია, თუმცა მოსავალი დაბინავებული არ გვაქვს და მთელი ყველაფერი რაც ასაღები გვქონდა თოვლის საფარმა დაფარა. არ ვიცით რა გვეშველება და როგორ შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას”-აცხადებს სოფელ ბეჩოს მკვიდრი მურთაზ ხორგუანი საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით გამგეობაში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის და დაადგენს. ამასთანავე დღესვე მესტიის რაიონში საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს დელეგაცია ჩადის, რომელიც მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

რაც შეეხება მესტიის რაიონის სოფელ ლახამულას, უკვე ევაკუირებულია სოფლის ოცამდე ოჯახი და ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. ადგილობრივების განცხადებით მეწყერი თანდათან მოდის და მან შეიძლება მთელის სოფელიც დაფაროს.

ძლიერი წვიმების გამო რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია. ამის მთავარი მიზეზი ჩატეხილი ხიდებია, რომელიც სოფლებს რაიონულ ცენტრთან აკავშირებდა.

 

სხვა ახალი ამბები: