8 და 9 ოქტომბერს სამეგრელოს პრემიერი და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ეწვევიან

0

1277432_587898417938362_1675110658_o“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 8 და 9 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა. ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 8ოქტომბერს, 13 საათზე წალენჯიხის ცენტრში, ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ის ჩხოროწყუს რაიონში გადაინაცვლებს.

9 ოქტომბერს, 16 საათზე გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად სამეგრელოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ეწვევა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია “ქართული ოცნების ოფისში გადაამოწმა, სადაც დაუდასტურეს, რომ პრემიერი ზუგდიდს 9 ოქტომბერს ეწვევა.

 

სხვა ახალი ამბები: