8 მარტს დაბადებულთა შორის ქალბატონები სჭარბობენ

0

553288_167595273391196_410843106_nსერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 17 158 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 507 (61%) ქალბატონია , ხოლო 6 651 (39%) მამაკაცი.

როგორც პრაიმ-ნიუსს სააგენტოდან აცნობეს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა.

2012 წლის 8 მარტს 150 ბავშვი დაიბადა, მათგან 95 გოგონა და 55 ვაჟი. 8 მარტს ყველაზე მეტი ბავში 1960 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 283 ბავშია დარეგისტრირებული.

რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა იმერეთში (2191), ქვემო ქართლსა (2050) და კახეთში (1507) ცხოვრობს.

სხვა ახალი ამბები: