85 წლის ზუგდიდელი ქსენია აბულაძე ბერა ივანიშვილის ნაჩუქარ სამაჯურს დღემდე ატარებს

2

001“ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისში გაწევრიანებულთა შორის ყველაზე მხცოვანი ზუგდიდის მკვიდრი, 85 წლის ქსენია აბულაძეა. ყველასათვის საყვარელმა “ქსენო ბებომ” პარტიაში გაწევრიანება საკუთარი სურვილით გამოთქვა. კოალიცია “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერად ის ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებამდეც ითვლებოდა. 85 წლის ქალი წინასაარჩევნო პროცესში იყო ჩართული. კარდაკარ დადიოდა და “ქართული ოცნების” ჟურნალ-გაზეთებს მთელი ქალაქის მასშტაბით არიგებდა.

“ქსენო ბებო” ოცნების მხარდამჭერი მას შემდეგ გახდა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებაზე სერიოზული კომპრომატები გაიგო. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის ლექსებსაც უძღვნიდა.

“მიხაროდა რომ ახალგაზრდა და ენერგიული პრეზიდენტი გვყავდა. ასევე ძალიან მომწონდა ჩვენი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ორივეს ლექსი მივუძღვენი. მიშასადმი მიძღვნილი ლექსი ასე დავასათაურე “მთის არწივი” სანდრას კი ჩემი მეორე ლექსი, სახელწოდებით “ჰოლანდიელო ქალო” მივუძღვენი.

ჰოლანდიელო ქალო,

საქართველოს რძალო,

პრეზიდენტის მეუღლე ხარ

თავად ნატვრის თვალო.

ამოუდექ ჩვენს პრეზიდენტს,

დიდებულო ქალო.”

ზუგდიდელ ქსენია აბულაძეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის სახელის ხსენებაც არ უნდა, თუმცა ის უზომოდ არის შეყვარებული ქვეყნის პრემიერსა და მის მეუღლეზე. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა ლექსების დაწერას პრემიერზე და ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეზე აპირებს. 85 წლის ქსენია აბულაძე აღფრთოვანებულია ბერა ივანიშვილის შემოქმედებით. ის თბილისში ბერას კონცერტზე დასასწრებად სპეციალურად ჩავიდა და საყვარელი მომღერლისგან მოკრძალებული საჩუქარი, სამაჯური მიიღო, რომელსაც “ქსენო ბებო” დღემდე ატარებს.

942108_330846403685469_1865535345_nქსენია აბულაძე პროფესიით ბიბლიოთეკარია. მმისი მეორე პროფესია კი ექიმ-კოსმეტოლოგია, რომელსაც ის მოსკოვში დაეუფლა. როგორც 85 წლის ქალბატონი ამბობს მან მრავალი წლის მანძილზე იმუშავა რუსეთის დედაქალაქში, ასევე ლატვიის დედაქალაქ რიგაში. რამდენიმე წლის შემდეგ კი უკვე პროფესიონალი კოსმეტოლოგი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა და აქ დაიწყო მოღვაწეობა. “ქსენო ბებოს” პაციენტები იყვნენ ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნინო რამიშვილი, მსახიობები ლეილა აბაშიძე და მედეა ჯაფარიძე.

პოლიტიკით 85 წლის ქალბატონი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ქვეყნის პრემიერს კი ქსენია აბულაძე ზუგდიდში სრულიად შემთხვევით ალასანიების სახლში შეხვდა.

“ჩვენ ზუგდიდში წლების მანძილზე მამია ალასანიას (ირაკლი ალასანიას მამა) მეზობლად ვცხოვრობდით. ვიყავით ძალია კარგი მეზობლები. სწორედ აქედან ვიცნობ და პატივს ვცემ ირაკლისაც. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ავადმყოფი შვილისთვის წამლის ფული დამჭირდა და ირაკლის სახლში წავედი. ადგილზე მისულმა მამია ალასანიას ეზო ხალხით გადავსებული დავინახე. მეც შევედი და სრულიად შემთხვევით ბიძინა ივანიშვილი დავინახე. ისე გამიხარდა რომ მეტი არ შეიძლება. ახხლოს მივედი და მივესალმე. მან ჩამიხუტა, როგორც საკუთარი დედა და გადამკოცნა. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი იყო.”-ამბობს ქსენია აბულაძე.

“ქსენო ბებო” ჯანმრთელობას არ ჩივის და ამაზე ღმერთს ემადლიერება. ის ისეთივე ენერგიულად და მხნედ გრძნობს თავს, როგორც ოცი წლის წინათ. აქვს ასევე მომავლის გეგმები, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს. მისი ოცნებაა ქართველებს ჰყავდეთ ისეთივე ჭკვიანი პრეზიდენტი, როგორიც ქვეყნის პრემიერია და თავადაც აპირებს წინასაარჩევნო მარათონში აქტიურ ჩართვას.

სხვა ახალი ამბები: