სენაკის რაიონულმა სასამართლომ მურად შამათავა თანამდბობაზე დააბრუნა

0

muradi1სენაკის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ რამდენიმე თვის წინ გადაყენებული თავმჯდომარე მურად შამათავა თანამდებობაზე დააბრუნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დარეჯან კვარაცხელიამ გამოიტანა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს რამდენიმე წუთის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვოდობისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა ქარდავამ შეატყობინა.

“სენაკის რაიონულმ ასასამართლომ დღეს მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად დავრწმუნდი იმაში, რომ სასამართლო მართლაც თავისუფალია. მიხარია, რომ მურად შამათავამ ამ ქვეყნად იპოვა სამართალი და მიხარია ისიც, რომ სასამართლო ცხრაწლიანი მონობის შემდეგ საბოლოოდ გათავისუფლდა.”-აღნიშნა ინგა ქარდავამ და აქვე დასძინა, რომ დღესვე, ნახევარ საათში ისევ და ისევ სენაკის რაიონული სასამართლო მის სარჩელსაც განიხილავს.

“მე შევიტანე სარჩელი იმის შესახებ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კანონდარღვევით აირჩია გამგებელი. მივმართე სასამართლოს თხოვნით, გაეუქმებინა ბიუროს გადაწყვეტილება გამგებლის დანიშნვასთან დაკავშირებით”-აცხადებს ინგა ქარდავა.

 

სხვა ახალი ამბები: