ფოთში “ნაციონალებმა” რუსეთის დროშა დაწვეს

0

image.phpფოთში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, გუშინ 17 ქვეყნის დროშა გამოფინეს, რომელთა შორის რუსეთის დროშაც იყო. ფაქტს ქალაქში პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც მოქალაქეებმა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, რუსეთის დროშა დაწვეს.

აქციის მონაწილეებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების თქმით, ქალაქში, რომელიც 2008 წელს რუსი ოკუპანტების მიერ დაიბომბა, რუსული დროშა არ უნდა ფრიალებდეს.

,,ჩვენს ქალაქში სამარცხვინოდ ააფრიალეს ოკუპანტის დროშა, რომელმაც 2008 წელს დაბომბა ქალაქი და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი გახდა ამ დაბომბვის. საქართველოს დროშა არ არის არსად აფრიალებული და რუსეთის დროშა ფრიალდებდა აქ“, _ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დარეჯან ცხვიტაიამ.

ფესტივალი ფოთში დღეს უნდა დაიწყოს. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძების ორგანიზატორებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება დროშების გამოფენის შესახებ.

,,კულტურა და სპორტი არ არის პოლიტიკა, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ხალხი და მშვიდობა დავამყაროთ ამ ქვეყანაზე, ოღონდ გვაცადონ ეს პოლიტიკოსებმა ჩვენ, მართლა ვისაც გაგვაქვს საქართველოს სახელი საზღვარგარეთ“, _ განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ბავშვთა დამოუკიდებელი სტუდია “თეთრი თოლიას” ხელმძღვანემლა დარეჯან გეფარიძემ.