9 აპრილის გმირებს ზუგდიდში პატივი მიაგეს (ვიდეო)

0

9 apriliiiiiდღეს ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. გმირების მემორიალი, ამავე სახელობის სკვერში გვირგვინით შეამკეს.

რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს.  მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის წინ გამთენიისას საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 16 მოქალაქე დაიღუპა. მომდევნო დღეებში კი მიღებული ტრავმების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა იყო.

სხვა ახალი ამბები: