9 ნოემბერს ფოთში “ფაზისობას” აღნიშნავენ

0

fazisobaკვირას, 9 ნოემბერს ფოთში საქალაქო დღესასწაული “ფაზისობა” გაიმართება. სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ღონისძიება მრავალი წელია ქალაქში არ ჩატარებულა. ადგილობრივ ხელისუფლებაში მიზეზად მწირ ბიუჯეტს ასახელებდნენ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი მერიისა და საკრებულოს ინიციატივით ტრადიცია აღდგა და იგი წელს პომპეზურად აღინიშნება.

ფოთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ღონისძიებებისთვის 56 800 ლარი დაიხარჯება. უკვე ცნობილია, რომ “ფაზისობაზე” ფოთში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციის წევრები და საპატიო სტუმრები ჩავლენ. ქალაქის ცენტრში გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. დღის ბოლოს კი ფოთელების წინაშე “სუხიშვილები” წარსდგებიან. ღონისძიებები კვირას დილიდან დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: