9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

0

9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და და მემორიალური დაფა თაიგულით შეამკო.

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს.

,,დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა, ქედს ვიხრი იმ ადამიანების, იმ გმირების წინაშე, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას შეწირეს თავი. მათი გმირობა მომავალი თაობებისთვის მისაბაძია, სწორედ ასეთ გმირებზე, ასეთი ადამიანების თავდადებაზე დგას ჩვენი სახელმწიფო.

9 აპრილის მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. აქვე დიდი მოწიწებით მინდა აღვნიშნო,რომ ხუთმა ზუგდიდელმა მოაწერა ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, მათ შორის იყო
ბატონი თამაზ ჟორჟოლიანი“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.